მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სექტორები, რომლებშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

5edf3e8b91c08
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.20 11:49
1449
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მოცულობამ $165.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად, ინვესტიციების მოცულობის კლება ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა. ამ სფეროში შემომავალი საინვესტიციო ნაკადების ნაცვლად, გამავალი საინვესტიციო ნაკადები იყო და ინვესტორებმა ქვეყნიდან $26 მილიონი დოლარი გაიტანეს. უძრავი ქონების სექტორში FDI 127%-ით შემცირდა, ტურიზმში 76%-ით, დამამუშავებელი მრეწველობის დარგში კი კლება ასევე 76%-ს შეადგენდა. 

ზრდა ფიქსირდება საფინანსო სექტორში და ის $94 მილიონ დოლარს შეადგენს. 

ეკონომიმის ცალკეული სექტორების მიხედვით, ინვესტიციების შემცირება ასეთია:

  • საფინანსო სექტორი  - $94,89 მილიონი, ზრდა წინა წელთან 96% ; 
  • უძრავი ქონება  - $34,01 მილიონი, კლება წინა წელთან -127% ; 
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $19,13 მილიონი, კლება წინა წელთან -51% ; 
  • სასტუმროები და რესტორნები - $15,75 მილიონი, კლება წინა წელთან -76% ; 
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - $10,41 მილიონი, ზრდა  წინა წელთან 22% ; 
  • მშენებლობა - $7,70 მილიონი, კლება წინა წელთან 0% ; 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - $4,47 მილიონი, კლება წინა წელთან -76% ; 
  • ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $3,51 მილიონი, ზრდა  წინა წელთან 354% ; 
  • სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $-1,02 მილიონი, კლება წინა წელთან -133% ; 
  • ენერგეტიკა - $ -26,45 მილიონი, კლება წინა წელთან -154% ; 

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სია და წინა წელთან შედარებით ინვესტიციების კლება/მატება ასეთია:

  • გაერთიანებული სამეფო - $73 მლნ ზრდა წინა წელთან 19% ; 
  • აშშ - $28 მლნ  კლება წინა წელთან 34% ; 
  • პანამა - $19 მლნ  კლება წინა წელთან -57% ; 
  • დანია - $11 მლნ  კლება ზრდა წელთან 6% ; 
  • ნიდერლანდი - $11 მლნ  კლება წინა წელთან -112% ; 
  • თურქეთი - $11 მლნ  კლება წინა წელთან -84% ; 
  • რუსეთი - $10 მლნ ზრდა წინა წელთან 71% ; 
  • მარშალის კ-ები - $9 მლნ  ზრდა წინა წელთან 80% ; 
  • ლუქსემბურგი - $8 მლნ  ზრდა წინა წელთან 330% ; 
  • იაპონია - $7 მლნ  კლება წინა წელთან -56% ; 
  • ერაყი - $7 მლნ  კლება წინა წელთან -524% ; 
  • მალტა - $4 მლნ  კლება წინა წელთან -114%.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი არა ახალ ინვესტიციას, არამედ არსებულ ინვესტორთა მხრიდან განხორციელებულ რეინვესტიციას წარმოადგენდა. ჯამურად $165-მილიონიან ინვესტიციებში $135 მილიონი რეინვესტიცია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები