მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი პრემიერის განცხადებებზე: 100 დღის შემდეგ ღარიბაშვილი პრემიერი, შეიძლება, საერთოდ აღარ იყოს

603bacda9ab5a
ლიკა გურაბანიძე
28.02.21 18:44
2999
“10-წლიანი გეგმა კი არა, წელს რას ვაკეთებთ ეს არის მნიშვნელოვანი, როგორ ვემზადებით შემდეგი წლისთვის. 100 დღის შემდეგ შესაძლოა, ღარიბაშვილი პრემიერი საერთოდ აღარ იყოს და მით უმეტეს 10 წლის შემდეგ” - ამის შესახებ “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა. ასე გამოეხმაურა ის პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მთავრობა საქართველოს განვითარების 10-წლიანი გეგმის შექმნას აპირებს და რომ უფრო დეტალურ ხედვას, რას და როგორ აპირებს ის, 100 დღეში წარადგენს.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ პრემიერის უპირველესი გეგმა – ქვეყანაში ამჟამად შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება უნდა იყოს, რადგან მძიმე კრიზისში ვიმყოფებით.

“ახალი პრემიერი მოვიდა და საინტერესოა ამ კრიზისის დროს მოკლევადიანი გეგმა რა აქვს? ეკონომიკის გახსნა რომელზეც სულ ვამბობდი რომ საჭირო იყო, ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე, ნაჩქარევად ხდება. ეს ამ ფორმით როგორ უნდა მოხდეს? ბიზნესი ასე არ მუშაობს და პრემიერს ეს უნდა ესმოდეს, სასწრაფოდაა გეგმა წარმოსადგენი, რას ვაკეთებთ და ამ კრიზისიდან როგორ უნდა გამოვიდეთ?” - განაცხადა ბერიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის დიდი მთავრობა და ბიუროკრატია დამღუპველია.

 "დიდ მთავრობას დიდი ხარჯი სჭირდება და ეს ხარჯი ღარიბმა ქვეყანამ როგორ უნდა გასწიოს? უნდა გაზარდოს გადასახადები ან ისევ ვალები აიღოს. რომელიმე ეს პერსპექტივა ვინმესთვის მოსაწონია? პოპულისტური განცხადებები სოფლის მეურნეობაზე დღესაც ისმის. რამდენი ფული აქვთ სოფლის მეურნეობაში დახარჯული და რა შედეგი მივიღეთ. ეს ვინმემ შეაფასა? როდემდე უნდა ვიხადოთ ფული?

ბიზნესი რენტაბელურ დარგებს ავითარებს და ეს მოცემულობაა. ჩვენ რა უნდა ვქნათ, არარენტაბელური დარგები ძალით განვავითაროთ? სახელმწიფომ ფული უნდა ისესხოს და არარენტაბელურ დარგებში ჩადოს? - ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო.

პრემიერმა უნდა იფიქროს იმაზე, რამდენად გულწრფელად საუბრობს. ის არ არის გულწრფელი. ის კონკრეტულზე არაფერზე საუბრობს” - აღნიშნა ბერიკაშვილმა.