მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკა სტაბილურად 7%-ით მაინც რომ იზრდებოდეს, რაღაცას დავემსგავსებით - ეკონომისტი

ეკონომისტი

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის შეფასებით, ყოველწლიურად ეკონომიკის 5%-ით ზრდა „დადებით ტენდენციად ვერ ჩაითვლება“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მომავალ წლებში ეკონომიკის ზრდის შესაძლო ტემპის კომენტირებისას განუცხადა.

საქმე ის არის, რომ 2024 წელს მთავრობა ეკონომიკის 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. 2025-2027 წლებში კი, საბაზისო სცენარით, ეკონომიკა წლიურად 5%-ით გაიზრდება.

“წლიურად 5%-იანი და ნაკლები ზრდის ტემპი, რაც გვქონდა 2013 წლიდან მოყოლებული, თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ წელს,  ვერ ჩაითვლება დადებით ტენდენციად. ეკონომიკა სტაბილურად და ინკლუზიურად 7%-ით მაინც რომ იზრდებოდეს, რაღაცას დავემსგავსებით. სტაბილურად რამდენიმე წელი გვჭირდება მაღალი ზრდა და არა ასე მოკლევადიანი“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომაც, ბოლო ორი წელი 10.5% და 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების უმრავლესობამ ვერ იგრძნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები