ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკა ადამიას განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტებისთვის ექიმთან ვიზიტი და ელექტრონული რეცეპტის მიღება უფასოა. ამის შესახებ მან ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას განაცხადა.
„როდესაც პაციენტს ესაჭიროება ელექტრონული რეცეპტის გამოწერა და შესაბამისად ექიმთან ვიზიტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ეს ვიზიტი ყველა ბენეფიციარისთვის უფასოა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციით და ასევე მიიღონ შესაბამისი სამკურნალო მედიკამენტის ელექტრონული რეცეპტი“, - თქვა ეკა ადამიამ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები ფარმაცევტული სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.
„აღნიშნული მედიკამენტები თვითნებურად მისაღები საშუალება არ არის. თვითნებურად მიღებამ შეიძლება, პაციენტს ზიანი მიაყენოს. ამიტომ, აუცილებელია, ექიმის და ბენეფიციარის კონტაქტი აღდგეს, რისი კულტურაც საქართველოში არც ისე მაღალია.
გვაქვს მედიკამენტებიც, რომელიც გამოწერას არ ექვემდებარება, ანუ ისინი შეიძლება, ბენეფიციარმა აფთიაქში თავისუფლად იყიდოს. მეორე ჯგუფის და ხაზგასმით, ფსიქოტროპული წამლები ზუსტად ის მედიკამენტებია, რომელთა არასწორმა დოზირებამ, ან არასწორ შემთხვევაში მიღებამ შესაძლოა, პაციენტს ზიანი მიაყენოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ ამ თემას ხაზი გაუსვას და ამ მიმართულებით გარკვეული წესები დააწესოს. ექიმების და პაციენტების ურთიერთობა უნდა აღდგეს. პაციენტი ექიმთან ვიზიტზე აუცილებლად უნდა მივიდეს, რათა სწორი დანიშნულებით სწორი, ხარისხიანი და იაფი მედიკამენტი მიიღოს იმისათვის, რომ იმკურნალოს“, - განაცხადა ეკა ადამიამ.
ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა ექიმს, აქვს შესაძლებლობა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტი გამოწეროს ხანგრძლივი ვადით, რის შედეგადაც პაციენტს, რეცეპტის მისაღებად ექიმთან ყოველთვიურად ვიზიტი არ დაჭირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი