მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eleven Inn Tbilisi - თბილისს კიდევ ერთი ბუტიკ-სასტუმრო შეემატა

60ddcfc2c8efd
ინგა მურუსიძე
01.07.21 23:45
1901
თბილისს კიდევ ერთი ახალი ბუტიკ-სასტუმრო Eleven Inn Tbilisi შეემატა. როგორც bm.ge-ის სასტუმროს ბიზნეს-კონსულტანტმა გიორგი დოლიძემ განუცხადა, ორთაჭალაში, 2019 წელს დაწყებული ბუტიკ-სასტუმროს მშენებლობა და გახსნის ვადები პანდემიამ შეაფერხა, ამიტომ Eleven Inn Tbilisi, ნაცვლად 2020 წლისა, ერთი თვის წინ გაიხსნა.

მისი თქმით, ბუტიკ-სასტუმრო სულ 11 ნომერს მოიცავს და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებს აკმაყოფილებს. სასტუმროში 200 ათასამდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„2019 წელს პროექტი დავაკონსერვეთ. შარშან ვცადეთ განახლება, მაგრამ პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ წელს, 1 ივნისს გავხსენით სასტუმროს კარი. 10 ივნისამდე დატვირთულობა გვქონდა, დაახლოებით 50%-იანი, ხოლო მომდევნო ორი კვირა სულ 100%-ით ვიქნებით დატვირთული“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ და დასძინა, რომ სტუმრები ძირითადად ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან ჰყავთ.

„არ მეგულება ქალაქში ასეთი პატარა სასტუმრო, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ყველანაირი ნორმა დაცულია. ვასაქმებთ 10 ადამიანს და გაფართოებასაც ვგეგმავთ“, - ამბობს გიორგი დოლიძე.

სასტუმროს ბიზნეს-კონსულტანტის ინფორმაციითვე, საშუალოდ, ნომრის ფასი $50-ია და მოქმედებს ფასდაკლებები სტუმრებზე, რომლებიც სასტუმროში ხანგრძლივად რჩებიან.