მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ემბავუდი" 2020 წელს ქართულ ბაზარზე გაყიდვების 5%-იან ზრდას გეგმავს - მარკეტინგის დირექტორი

5e62048c5256c
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.20 20:00
1970
საქართველოს ბაზარზე ავეჯის გაყიდვებში ჩვენი წილი 13%-ია და ჩვენ ამ მაჩვენებლის 18%-მდე გაზრდა გვინდა, - ამის შესახებ BM.GE-ის “ემბავუდის“ მარკეტინგის დირექტორმა ემილ საედმა განუცხადა.

როგორც აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, 2020 წელს „ემბავუდს“ საქართველოში განვითარების დიდი გეგმები აქვს, მათ შორის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.

„გვინდა, ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი ჩვენი მაღაზიები და გავაუმჯობესოთ წარმოების ხარისხი. ამ ეტაპისთვის მაღაზიების გახსნას სხვადასხვა რეგიონში ვგეგმავთ - სვანეთში, აჭარაში და სხვა რეგიონებში, სადაც გაყიდვები შესუსტებულია, გვინდა, ახალი მაღაზიები გავხსნათ, ასეთი კახეთის რეგიონია.

ამ ეტაპისთვის 900 ადამიანი გვყავს დასაქმებული, ხოლო ახალი მაღაზიების გახსნით ჩვენ თანამშორმელთა რაოდენობას 25%-ით გავზრდით, ხოლო გაყიდვებს 20%-ით“, - განაცხადა „ემბავუდის“ მარკეტინგის დირექტორმა.
ემილ საედის თქმით, ახალი მაღაზიების გახსნასთან ერთად ისინი მომხმარებელს ახალ პროდუქტებსაც შესთავაზებენ.

„ჩვენს მომხმარებელს ახალი დასახელების პროდუქტებსაც შევთავაზებთ - ეს იქნება ტექსტილი და ყველა ის ნივთი, რომელიც აუცილებელი იქნება სახლის შიდა ინტერიერისთვის, ხალიჩები თუ სხვა დეკორატიული ნივთები“, - აღნიშნა ემილ საედმა.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალო სეგმენტის მიმართულებით მათ კონკურენტი არ ჰყავთ.

„ჩვენი კონკურენტები ადგილობრივ პატარა საწარმოები არიან, რომლებიც ძირითადად დაბალ სეგმენტზე მუშაობენ, ჩვენი აქცენტი საშუალო სეგმენტზეა გაკეთებული და ამ მხრივ, ქართულ ბაზარზე არ გვყავს კონკურენტები. ადგილობრივ მცირე საწარმოებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ დაბრენდონ თავისი პროდუქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის და ბიზნესისთვის, ბაზარზე პოზიციონირებისთვის. რაც შეეხება იმპორტს, იმპორტირებული ავეჯი, არის მაღალ სეგმენტზე გათვლილი ავეჯი, ამიტომ ჩვენ მათთან კონკურენციაში ვერ შევალთ“, - განაცხადა ემილ საედიმ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული ინვესტიციით შექმნილი ავეჯის მაღაზიათა ქსელი „EMBAWOOD“-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა და უკვე 12 წელია ქართველ მომხმარებელს საკუთარი წარმოების ავეჯს სთავაზობს. დღეისთვის კომპანიაში 1 300-მდე კადრია დასაქმებული და საქართველოს მასშტაბით 25 მაღაზიით არის წარმოდგენილი.