მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

60fea12c6574d
BM.GE
26.07.21 20:20
3474
"ხვალიდან, სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები ელექტროენერგიის საფასურს, "სს ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისების საშუალებით გადაიხდიან.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამოქმედო არეალში ელექტროენერგიის მიმწოდებელი არის სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“. მომხმარებელი ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას იღებს აბონენტის ნომრის შეცვლის გარეშე. თუ მომხმარებელს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ ელექტროენერგიის დავალიანების ანგარიშზე უფიქსირდება წინსწრებით გადახდილი თანხა (კრედიტი), აღნიშნული თანხა გადატანილი იქნება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ანგარიშზე და მომხმარებელს წინსწრებით გადახდილად დაუფიქსირდება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ქვითარში.

"მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, გაურკვევლობების თავიდან აცილების მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ 1 ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დარჩენილი დავალიანების და „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მიმართ არსებული დავალიანებების დასაფარად გამოყენებული იქნება მხოლოდ „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის არხები (სწრაფი გადახდის აპარატები, ინტერნეტბანკი, ბანკის ოფისები). მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხებით დაიფარება როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“, ასევე „ეპ ჯორჯია მიწოდების“ დავალიანება.

27 ივლისის 00:00 საათიდან სწრაფი გადახდის აპარატებზე და ინტერნეტბანკინგის სერვისებით ხელმისაწვდომი იქნება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისები და იგივე პერიოდიდან გაითიშება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სერვისები. გათიშვის შემდეგ, სწრაფი გადახდის აპარატებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სერვისზე შესვლისას მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ დავალიანება უნდა გადაიხადოს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ სერვისით. „ეპ ჯორჯია მიწოდების“ სერვისით სარგებლობისას, მომხმარებელს გადასახდელ დავალიანებაში გამოუჩნდება თანხა, რომელიც იქნება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ჯამური დავალიანება. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობისას, საინფორმაციო ბანერის საშუალებით.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ დავალიანების მქონე მომხმარებელი 26 ივლისს მიიღებს გამაფრთხილებელ SMS-შეტყობინებას დავალიანების ოდენობის შესახებ და საინფორმაციოდ, იგივე სმს-ში მითითებული იქნება, რომ 27 ივლისიდან დავალიანება უნდა გადაიხადონ „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის არხების საშუალებით.

ივლისში მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებელი მიიღებს ახალი კომპანიისგან („ეპ ჯორჯია მიწოდება“). აღნიშნულ ქვითართან ერთად საყოფაცხოვრებო მომხმარებლები (მოსახლეობა) „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიიღებენ 2021 წლის ივნისის საბოლოო ქვითარსაც. გადახდის არხებში მომხმარებელს გადასახდელად გამოუჩნდება ზემოთ აღნიშნული ორივე ქვითრის ჯამური დავალიანება.

ჯამური დავალიანება გამოუჩნდება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელსაც, თუმცა მათ შემთხვევაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2021 წლის ივნისის საბოლოო ქვითარს 10-12 აგვისტოს მიიღებენ.

გარდა ზემოხსენებული საკითხებისა, შემუშავებულია არაერთი მოქნილი მექანიზმი, რომელთა საფუძველზე, აბონენტი ვერ იგრძნობს შეფერხებას ან გაურკვევლობას ამ გარდამავალ პერიოდში. აბონენტს შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერ საკითხზე ცხელ ხაზზე თუ სოციალურ ქსელში", - აღნიშნულია განცხადებაში.