მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სემეკის გადაწყვეტილებას კომპანიის დაჯარმების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს

64a6cb0ec0a74
თამთა ჯიჯავაძე
06.07.23 18:05
773
სს "ენერგო-პრო ჯორჯია“ სემეკის გადაწყვეტილებას კომპანიის დაჯარიმების შესახებ, სასამართლოში გაასაჩივრებს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აგადაწვეტილება არის არასწორი და მიუღებელი, შესაბამისად, ის გასაჩივრდება სასამართლოში.

„დარწმუნებული ვართ, სასამართლო ობიექტურად განიხილავს დავას და გამოტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, გაუქმდება დაკისრებული ჯარიმა“ - აცხადებენ სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

შეგახსენებთ, სემეკის გადაწყვეტილებით, "ენერგო პროს" გარდა, "თელასიც" დაჯარიმდა. მიზეზად ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესება და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირება დასახელდა. 

"შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2022 წელს 2021 წელთან შედარებით იყო გაუარესებული. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ იყო სრულად ასახული ინფორმაცია", - ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები