ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესის გარეშე საქართველოს პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ამის შესახებ თურნავამ ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო გამოიყენებს ყველა რესურსს, მათ შორის მზეს, ქარს, წყალბადის ტექნოლოგიას, თუმცა ენგურის მსგავსი დიდი, კაშხლიანი ჰესები აუცილებელია და აშენდება კიდეც, მათ შორის ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა.
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მთლიანობაში სწორედ ჰესებია გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს ვიქნებით მხოლოდ ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებული იმპორტის თვალსაზრისით და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება.
„თითქმის ნახევარი საუკუნეა ენგურჰესი არსებობს, ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვეს. ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგური, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს განამტკიცებს. ენგურჰესის გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესი აერთიანებს სრულიად საქართველოს, რადგან ის ემსახურება აფხაზეთის რეგიონსაც. ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ენერგოდამოუკიდებლობა და ახალი ჰიდროსადგურები დავაფუძნოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისად, 2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი 3 თვით გაჩერდა. სარემონტო სამუშაოები იანვარში დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 43 მლნ ევროა, აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, ხოლო დანარჩენი - EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ