მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA: ახალ პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქეს დავასაქმებთ

5f6228a0a293d
BM.GE
16.09.20 17:45
1046
ENKA („ენკა“) საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებს, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს. 

ENKA Renewables (შპს “ენკა რინიუებლზ“) ახორციელებს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს, რომელშიც ამჟამად უკვე 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

"დასაქმების კუთხით ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის სამუშაო ადგილების შექმნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რიონის ხეობაში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი მოსახლეობისთვის. წყალტუბოსა და ქუთაისის მოსახლეობა ამ მხრივ ასევე პრიორიტეტთა სიაშია. ადგილობრივთა მაქსიმალური რაოდენობის დასაქმების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თვითმმართველობის ორგანოებთან. ისეთ პროექტებს, როგორიცაა ნამახვანის ჰესების კასკადი, დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ ეკონომიკაზე და ამ მხრივ ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ENKA ამაყობს იმით, რომ ტრადიციულად, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებელია, რომელიც ქმნის კონკურენტულ სამუშაო პირობებს, თანაბარ შესაძლებლობებს, უზრუნვეყოფს თანამშრომლების მომზადება-განვითარებას, იცავს მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს”, - აცხადებს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირინა პეტრიაშვილი.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ინვესტორის შესახებ: პროექტის ინვესტორის შესახებ: ENKA (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş) კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 1957 წელს ორმა ახალგაზრდა ინჟინერმა, შარიკ ტარამ და მისმა ნათესავმა შადი გულჩელიკმა დააარსეს. ამჟამად ENKA სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა: მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2019 წელს კი ბრუნვა $1.9 მილიარდი დოლარი იყო.

ENKA-ს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პორტფელში ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში განხორციელებული მსხვილი პროექტები შედის. მათ შორისაა 790-მეგავატიანი თბოსადგური ნიდერლანდებში, 4000 მგვტ ჯამური დადგუმილი სიმძლავრის მქონე სამი ელექტროსადგური თურქეთში, რომლებსაც თავად ENKA ფლობს და ოპერირებს, ასევე სხვა რიგი ენერგოობიექტები თურქეთში, რუსეთში, ერაყსა და ლიბიაში. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 21,000 მეგავატს აღემატება.

ENKA-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ასევე ახალი აეროპორტები, საავადმყოფოები, სტადიონები, უმსხვილესი ხიდები, ბიზნეს-ცენტრები, პროექტები ნავთობისა და გაზის სექტორში, ცათამბჯენები. ამასთანავე, კომპანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორია სხვადასხვა ქვეყანაში ახალი საელჩოების მშენებლობაში. კერძოდ, ENKA იყო და არის ჩართული აშშ-ის 26 საელჩოს მშენებლობაში, მათ შორის - საბერძნეთში, მექსიკაში, ჰოლანდიაში, თურქეთში, ნეპალში და ა.შ.