მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ბლინკენი ჩინეთს მომავალ კვირას ეწვევა - Associated Press

648377bb9e4a1
ალა ისპირიანი
09.06.23 23:00
539
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

თავდაპირველად ბლინკენის ვიზიტი თებერვალში იგეგმებოდა, მაგრამ საკუთარ ტერიტორიაზე ჩინური სათვალთვალო აეროსტატის აღმოჩენის შემდეგ ამერიკულმა მხარემ იგი გადადო.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, ბლინკენი ჩინეთში 18 ივნისს ჩავა და პეკინში ჩინელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, კერძოდ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცინ განს და, შესაძლოა, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა მათთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, რადგან არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოგზაურობა ჯერ არ დაუდასტურებია.

ვიზიტის შესახებ სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ წელს “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები