ქართული ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” ნოემბერში 24 ავიარეისის განხორციელებას ითხოვს. შესაბამისი მიმართვა მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე გაკეთებული აქვთ. საქმე ისაა, რომ პირველი ნოემბრიდან საქართველოს ცა დამატებით რამდენიმე მიმართულებისთვის იხსნება.
კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ნოემბერში დაგეგმილი აქვთ ფრენები პარიზის, ამსტერდამის, ვენისა და ბერლინის მიმართულებით. მისივე თქმით, იმედი აქვთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების მიუხედავად, ფრენებზე მოთხოვნა იქნება.
“გასულ თვეებში 16-17-18 რეისის უფლებას გვაძლევდა ეკონომიკის სამინისტრო, ამას ხანდახან ემატებოდა კომერციული ჩარტერული რეისები.
ნოემბრისთვის 24 რეისზე შევიტანეთ განაცხადი, იმედი გვაქვს, ყველას დაგვიმტკიცებენ. ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შეზღუდვები აღარ არის საქართველოს მოქალაქეებზე და მათ კარანტინის გავლა ქვეყანაში ჩამოსვლისას აღარ მოუწევთ”,- აცხადებს რომან ბოკერია.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ნოემბრიდან რეგულარული ფრენების აღდგენაზე საუბრობს, ავიაკომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი მიმართულებების გახსნა რეგულარული ფრენების აღდგენას არ ნიშნავს.
“რეგულარული ფრენა არის, როცა ავიაკომპანია ახორციელებს დღეში დაახლოებით 14 ფრენას, ჩვენი პიკი სწორედ ეს იყო. რეგულარული ფრენები დღეს არის აკრძალული. საქართველოს ცა რეგულალრული ფრენებისთვის არ არის გახსნილი, ეს ისევ არის სპეციალური ნებართვებით მიღებული რეისები, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ”,- განაცხადა ბოკერიამ.
1 ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით ახლდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში წერია. მიუნხენის, პარიზის და რიგის გარდა, რეგულარული ფრენები დაინიშნება თბილისიდან დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან - კატოვიცეს, დორტმუნდის და ვილნიუსის მიმართულებით. 1 ნოემბრიდანვე, საქართველოში შემოსული მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან. ისინი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი