მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმების 21% უკვე აცრილია, რაც ცუდი არაა, მაგრამ არც საუკეთესო მაჩვენებელია - გამყრელიძე

60d45cf33feb7
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 14:42
456
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე სამედიცინო პერსონალის ვაქცინირების მაჩვენებლებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები აცრას ვერ ახერხებენ.

მან აღნიშნა, რომ დარგის წარმომადგენლების ვაქცინაციის მაჩვენებლები შემოდგომისთვის გაიზრდება.

"ჩვენს ვებპორტალზე, დაახლოებით, 65 000-მდე ადამიანია დარეგისტრირებული; როდესაც სამედიცინო დაწესებულებებმა თავისი თანამშრომლების ბაზები ატვირთეს - ექიმები, ექთნები, მედპერსონალი, დამხმარე პერსონალი - მათგან, დაახლოებით, 12-13 ათასი ადამიანზე ცოტა მეტი აცრილია, მათ შორის უმრავლესობა ექიმები არიან.

რაც შეეხება იმას, რატომ არ აიცრნენ დანარჩენები, აქ ორი ფაქტორია: სამწუხაროდ, სამედიცინო სფერომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და ინფიცირებულთა შორის 7%-8% სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და თვითონ სამედიცინო სფეროდან ინფექცია 30%-33%-მა გადაიტანა, პანდემიას კი 100-ზე მეტი ჩემი კოლეგა შეეწირა. ჩვენთან არსებული რეგულაციის მიხედვით, ინფიცირებული 120 დღის შემდეგ უნდა აიცრას, ამიტომ ვფიქრობ, სამედიცინო პერსონალის ინტენსიფიკაცია მოიმატებს, როდესაც ჩვენ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები გვექნება. დარწმუნებული ვარ, ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება, თუმცა ექიმების 21% უკვე აცრილია და ეს ცუდი არ არის, მაგრამ არც საუკეთესო მაჩვენებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.