მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტი 16.2%-ით შემცირდა - TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

5eec7d3c3f777
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 13:25
1085
2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8%-ით ნაკლებია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბრუვნაში ექსპორტმა 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.2%-ით ნაკლებია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-მაისში, 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 %-ია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.8% შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი თურქეთი (560.6 მლნ დოლარი), რუსეთი (494.0 მლნ დოლარი) და ჩინეთი (443.2 მლნ დოლარი) არიან.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც აღნიშნულ პერიოდში საქონლის ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით განხორციელდა, წინა წლის იანვარ-მაისთან შედარებით საქონლის ექსპორტი 4 ქვეყანაში გაიზარდა, ხოლო დანარჩენ 6 ქვეყანაში შემცირდა. საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება: 

1. ჩინეთი - 168.4 მლნ დოლარი, ზრდა - 71%;
2. აზერბაიჯანი - 167.3 მლნ დოლარი, კლება - 1.9%;
3. რუსეთი -157.1 მლნ დოლარი, კლება 28.2%;
4. ბულგარეთი - 136.9 მლნ დოლარი, ზრდა - 13.0%;
5. თურქეთი - 81.7 მლნ დოლარი, კლება - 23.1%;
6. სომხეთი - 67.2 მლნ დოლარი, კლება - 43.8%;
7. უკრაინა - 66.6 მლნ დოლარი, კლება - 39.9%;
8. შვეიცარია - 39.6 მლნ დოლარი, ზრდა - 30.3%;
9. აშშ - 34.9 მლნ დოლარი, კლება - 26.5%;
10. ესპანეთი - 33.3 მლნ დოლარი, ზრდა - 32.5%.

დანარჩენ ქვეყნებში საქონლის ექსპორტმა 482.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41.5%-ით ნაკლებია.