მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტი 26%-ით გაიზარდა - საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი

61483583e01e2
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.21 11:20
1051

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის იანვარ-აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ საქონლის ექსპორტით $2.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზებით ქვეყანამ $518 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები $293.4 მლნ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა $265.5 მლნ დოლარით ფეროშენადნობებია (10%).

2021 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 518 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.3%; (სპილენძის მადნების ექსპორტის 2/3 სომხეთიდან ტრანზიტით შემოსული მადნების რეექსპორტია);



2. მსუბუქი ავტომობილები - 293 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 13%;



3. ფეროშენადნობები - 265 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 82%;




4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 144.7 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 18.6%;



5. სპირტიანი სასმელები - 93 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 22.6%;



6. მინერალური და მტკნარი წყლები - 92.5 მლნ დოლარი, ზრდა - 32%;




7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 63.6 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან -0.1%;




8. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი - 56.8 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.8%;



9. თხილი და სხვა კაკალი - 45.5 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%;



10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 45.2 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 64%;



სხვა დანარჩენი საქონელი - 992 მლნ დოლარი, ზრდა - 39%.