მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტი 41%-ით გაიზარდა: საქართველო-უკრაინის ეკონომიკური კავშირი რიცხვებში

61f38f7430876
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.22 11:53
1943
2021 წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და $307 მილიონი დოლარი გახდა, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე 15.6%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 451 მილიონი დოლარი გახდა. უკრაინიდან იმპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და $600 მილიონს შეადგენდა.

მთლიანობაში უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

2021 წელს უკრაინაში საქართველოსTOP-საექსპორტო საქონელი იყო:

1. მსუბუქი ავტომობილები - $88.06 მილიონი დოლარი;
2. სპირტიანი სასმელები - $43.43 მილიონი დოლარი;
3. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $38.04 მილიონი დოლარი;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - $26.20 მილიონი დოლარი;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $25.15 მილიონი დოლარი;
6. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $20.46 მილიონი დოლარი;
7. კომპიუტერები - $15.33 მილიონი დოლარი;
8. მობილური ტელეფონები - $6.80 მილიონი დოლარი;
9. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - $6.40 მილიონი დოლარი;
10. ფეროშენადნობები - $4.93 მილიონი დოლარი;

უკრაინიდან საქართველოში TOP-საიმპორტო საქონელი იყო:

1. თამბაქოს ნაწარმი - $77.96 მილიონი დოლარი;
2. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $23.12 მილიონი დოლარი;
3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $21.17 მილიონი დოლარი;
4. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $18.78 მილიონი დოლარი;
5. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - $14.39 მილიონი დოლარი;
6. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $11.18 მილიონი დოლარი;
7. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - $9.90 მილიონი დოლარი;
8. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $8.89 მილიონი დოლარი;
9. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $7.65 მილიონი დოლარი;
10. ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - $7.48 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება უკრაინასთან სხვა ეკონომიკურ კავშირებს, ფულადი გზავნილების სახით 2021 წელს $92.7 მილიონი გადმოირიცხა, რითიც უკრაინამ რიგით მერვე ადგილი დაიკავა.

2021 წლის 9 თვეში საქართველოში უკრაინიდან $6.4 მილიონის FDI შემოვიდა, რითიც ტოპათეულს მიღმა იყო, ხოლო ვიზიტორების რაოდენობით, უკრაინამ გასულ წელს მეხუთე ადგილი დაიკავა, რადგანაც ქვეყანას 144,900 უკრაინელი ვიზიტორი სტუმრობდა. ეს მთლიანად ვიზიტორთა ნაკადის 8.4% იყო.