23.სექტემბერი .2020 16:18

ეროვნულმა ბანკმა $40 მლნ გაყიდა

views 569
უკან

2020 წლის 23 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

 

ეს ლარის მერყეობის შესარბილებლად წელს ეროვნული ბანკის რიგით მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე  449,7 მლნ დოლარი გაყიდა. 

სებ-ის სავალუტო ინტრევენციებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში უპასუხა. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ.