მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთ თვეში, ახალ ოფისს გავხსნით“ – “IDEA”

6436c0291a71f
ნანუკა ნარიმანიძე
13.04.23 09:59
788
მულტიდისციპლინური სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემია IDEA იცვლის ლოკაციას და ერთ თვეში ექიმებს სრულიად ახალი გარემო დახვდებათ, - ამის შესახებ აკადემიის დამფუძნებელმა ვიქტორია სურგულაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„შევიძინეთ საკუთარი ფართ, საბურთალოზე, ლვოვის ქუჩაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე აპარატურით და დააკმაყოფილებს ყველა იმ ევროპულ სტანდარტს, რომელიც ექიმ-სტომატოლოგს სჭირდება ცოდნისა და უნარების შეძენაში. ეს ახალი გარემო საშუალებას მოგვცემს, საზღვარგარეთის "ტოპ" სპიკერები მოვიწვიოთ და საერთაშორისო კურსები ჩავატაროთ, ოფისი 1 თვეში გაიხსნება“, - განმარტა ვიქტორია სურგულაძემ.

IDEA ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა და აკადემიის მეორე ბაზა იტალიაში, ქალაქ მილანში შეიქმნა.

„2022 წელს, ჩვენი აკადემია „Style Italiano Endodontics“-ის ოფიციალური პარტნიორი გახსნა, სწორედ ამიტომ, წინა წელს, ქალაქ მილანში, გადავამზადეთ ორი ჯგუფი, მოგვეცა საშუალება შეგვექმნა ბაზა მილანში, ხელშეკრულება დავდეთ მილანის საერთაშორისო სასწავლო ცენტრთან, სადაც ქართველი ექიმები ჩაგვყავს, იღებენ ცოდნას, სწავლობენ ევროპული სტანდარტებით მკურნალობის მეთოდოლოგიას, შემდეგ კი ამ ყველაფერს საქართველოში ნერგავენ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტია“, - დასძინა დამფუძნებელმა.

გარდა ამისა, ვიქტორია სურგულაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში IDEA რამდენიმე ღონისძიებას ჩაატარებს.

„მიმდინარე წელს, კონკრეტულად აპრილში, ივლისში, სექტემბერსა და დეკემბერში საინტერესო ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, ექიმები კიდევ ერთხელ შეძლებენ უწყვეტი პროფესიული განათლების მიღებას. სამწუხაროდ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ძალიან მალე გაგაცნობთ სიახლეებს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, IDEA ოთხი წლის წინ დაარსდა, აკადემიაში კურსის გავლა სტომატოლოგიის დარგის ყველა სპეციალისტს შეუძლია, როგორც შემდგარ პროფესიონალებს, ასევე დამწყებ ექიმებს. აკადემია დღეს 20-მდე ადამიანს ასაქმებს.