მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ თვეში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები თითქმის გასამმაგდა

5f1ac1f2e3dbd
ნათია თაქთაქიშვილი
24.07.20 20:20
932
ერთ თვეში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები თითქმის გასამმაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 59 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2.3 მილიონს მიუახლოვდა.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს 1 311 ადამიანი ემსხვერპლა, COVID-19-ით გარდაცვლილების რიცხვმა კი, უკვე 84 000-ს გადააჭარბა.