მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილია და არაბთა საამიროები ჩინეთთან ვაჭრობას იუანში იწყებენ

64257fe82af30
გიორგი თოლორდავა
30.03.23 23:45
1288
ბრაზილიისა და არაბთა გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა ჩინეთთან იუანში ვაჭრობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. აქამდე ტრანზაქციები, ტრადიციულად, ამერიკულ დოლარში ხორციელდებოდა, თუმცა ჩინეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით, ანგარიშსწორება ჩინურ ეროვნულ ვალუტაზე გადავიდა.

მმართველი კომუნისტური მთავრობა აქტიურად ცდილობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით დოლარის დომინანტური პოზიცია შეასუსტოს და ძირითად საერთაშორისო ვალუტად იუანი აქციოს, რომელიც ჩინეთს კოლოსალურ ფინანსურ და ეკონომიკური გავლენას მისცემს.

გლობალურ სარეზერვო და სავაჭრო ვალუტად იუანის ქცევაზე ოფიციალური პეკინი უკვე ათწლეულია მუშაობს. ბრაზილიისა და საამიროების მთავრობებთან მიღწეული შეთანხმება ამ მიმართულებით გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ანალოგიურ გადაწყვეტილებას ჩინეთის სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიც მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას უკვე განხორციელდა საამიროებსა და ჩინეთს შორის პირველი ტრანზაქცია, რომელიც თხევადი გაზის (LNG) შეძენას მოხმარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები