მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთადერთი რეგულირებული ბიზნესი ვართ, რაც თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში წარმოუდგენელია” - "ინსის" გენდირექტორი

6269338a8154f
სალომე ჭიპაშვილი
01.05.22 14:09
3116
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ და “ინსის” გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძის შეფასებით, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ინდექსაციის მოდელის არსებობა აუცილებელია. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ინდექსაციის სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. 

„ინდექსაციის მოდელი ჩვენს სექტორში ისედაც უნდა არსებობდეს. ამის გარეშე კონტრაქტორსა და დამკვეთს შორის ურთიერთობა წარმოუდგენელია. ვერ განვითარდება სექტორი და იქნება მუდმივად რისკები,“ - განაცხადა ზვიად თოიძემ და აღნიშნა, რომ  სახელმწიფო პროექტებზე მომუშავე კომპანიები ძალიან ცუდ დღეში არიან.

„რეგულაციებით დადგენილია, რომ ზედნადების ხარჯი 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს, მოგება კი 8%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ფაქტობრივად, ტენდერებში მონაწილეობისას, როდესაც მშენებლობის ბიუჯეტი  დგება და ხარჯთაღრიცხვა კეთდება, აღნიშნულ პროცენტზე მეტს ვერ ჩადებ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ, რადგან ზედნადების ხარჯი იმდენად დიდი აქვს კომპანიებს, რომ მოგებას ჭამს, ამას ტენდერის შეჯიბრებითობაც ემატება. ჩვენ ვართ ერთადერთი ბიზნესი, რომელიც რეგულირებულია და ეს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში წარმოუდგენელია“, - განაცხადა ზვიად თოიძემ.

მისივე თქმით, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, სექტორში რეფორმა არ განხორციელებულა და ყოველ წელს სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება. სამშენებლო სექტორი ვერ ქმნის დამატებით დოვლათს, ვერ ავითარებს ტექნოლოგიებს, ამიტომაც რეფორმა აუცილებელია.

„სახელმწიფოს გავუზიარეთ ჩვენი პოზიცია, გავუგზავნეთ შენიშვნები. ძალიან მარტივია ჩვენს სექტორში პრობლემების დანახვა, თითზე ჩამოსათვლელია, მაგრამ მათი ერთობლიობა სფეროსთვის ერთ დიდ პრობლემას ქმნის. ეს თუ გამოსწორდა, დარწმუნებული ვარ, სფერო რეალურად განვითარდება და მეტ ეკონომიკურ დოვლათს შექმნის“, - განაცხადა ზვიად თოიძემ და ისიც აღნიშნა, რომ კომპანიები, რომლებიც

შეგახსენებთ, სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე, მთავრობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისათვის ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას გეგმავს. ინდექსაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება დააკომპენსიროს და შესაბამისად პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაზარდოს (ან შეამციროს).