მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთი ადამიანის მიერ შექმნილი კრიზისი დიალოგით უნდა მოგვარდეს და არა კონფლიქტით“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

6217a25fc8af9
თამთა ჯიჯავაძე
24.02.22 19:24
1439
შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ ვხედავ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება საფრთხეშია ამდენი გაუმართლებელი აგრესიის გამო, - ასე ეხმაურება „ტვიტერში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას.

„არ არის საკმარისი ის უბედურება, რაც ომებმა და ძალადობამ მოგვიტანა? ერთი ადამიანის მიერ შექმნილი კრიზისი უნდა მოგვარდეს დიალოგით და არა კონფლიქტით. საჭიროა ნაბიჯი უკან. მსოფლიოს ამის ატანა უკვე აღარ შეუძლია“, - წერს პოლოლიკაშვილი.