გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ტურიზმის შესახებ პანელზე გამოსვლისას, დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდეს.
“ჩვენ ვხედავთ რიცხვებს და ტურიზმი აღდგენის მაჩვენებელი თითქმის ყველა რეგიონში 85%-ია, მხოლოდ ახლო აღმოსავლეთშია 120%-ზე მეტი, რადგან კატარის მსოფლიო ჩემპიონატმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ჩვენ ფაქტობრივად 2019 წლის მაჩვენებელს დავუბრუნდით. რა თქმა უნდა, ჩვენ კოლაბორაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვექნება ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რადგან ჩვენ დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ინვესტიციებზე. პანდემიის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა, ტურიზმი და ტურისტული სექტორი შეიცვალა და დღეს ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. საქართველო არის ის ადგილი, სადაც ინვესტირებაა შესაძლებელი. ყოველთვის ვახალისებთ ადამიანებს რომ ჩადონ ინვესტიციები, რადგან სასტუმროებში, ინფრასტრუქტურაში ეს ძალიან კარგი და საჭიროა, მაგრამ ადამიანების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელია.
ტურიზმი ის სფეროა, სადაც დიდ აქცენტს განვითარებაზე ვაკეთებთ. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ჩემი ქვეყნის ყველა ღირშესანიშნაობა ნახოთ. მიიღეთ სიამოვნება საქართველოში ყოფნით, დაბრუნდით და ჩადეთ ინვესტიციები“, - მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.