მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი თვის წინ ვთხოვეთ საქართველოს უკრაინისთვის გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია - რწმუნებული

638f14ce680b0
ინგა მურუსიძე
06.12.22 14:07
737
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით, რაც ეხება გენერატორების, ან ტრანსფორმატორების მიწოდებას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისა და სკოლებისთვის. კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა.

ანდრეი კასიანოვმა დღეს საელჩოში გამართა ბრიფინგი, სადაც ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანი მორალური მხარდაჭერა იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა.

„უკრაინას ასევე სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - განაცხადა ელჩმა.