მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU განიხილავს € 20-მილიარდიანი ფონდის შექმნას, რომელიც უკრაინას შეიარაღებაში დაეხმარება - Politico

64b7c05715139
მარიამ ვარადაშვილი
19.07.23 15:11
570
Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს 20 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნას უკრაინის შეიარაღებისთვის.

გამოცემა ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ფონდით უკრაინისთვის იარაღის პირდაპირი შესყიდვა არ იგეგმება, არამედ ბრიუსელი დაეხმარება ქვეყნებს, სხვადასხვა იარაღის შესყიდვაში, როგორებიცაა: რაკეტები, ტანკები და სხვა, შემდეგ კი ისინი უკრაინას გადაეცემა. ფონდი ასევე დაფარავს უკრაინელი სამხედროების წვრთვნის ხარჯებსაც.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გასულ თვეში ფონდის შესახებ მიანიშნა. კერძოდ, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გამოსვლისას მან განაცხადა: თქვენ უნდა მისცეთ საშუალება უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. ამგვარად ევროპული სამშვიდობა გეგმა შესაძლოა უკრაინისთვის თავდაცვის ფონდი გახდეს.

მიმდინარე თვეში გამართული NATO-ს ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ გაწევრიანების შეთავაზება ვერ მიიღო, თუმცა სამხედრო ალიანსის სამიტზე უკრაინის გაწევრიანების საკითხი გაუმარტივეს. სამიტის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების გზაზე MAP-ის ვალდებულება მოეხსნება.

გაწევრიანების სამოქმედო გეგმა [Membership Action Plan - MAP] 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შეიმუშავეს, რომელიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში ეხმარება. ის არის დროში გაწერილი რეფორმების გეგმა, რომელთა შესრულების შემთხვევაში და ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით ქვეყანა NATO-ს წევრი ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები