რუსი სამხედროების მიერ სუმის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი დაშვებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ასზე მეტი პოლიციელი, ასევე ეროვნული გვარდიის თანამშრომელები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ტექნიკა.გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად, დაზიანდა საკონტაქტო ქსელის ელემენტები. სპეციალური სამსახურები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ.