მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიცაა და ისე გაფრთხილებაც - ექსპერტი მოსამართლეების სანქცირებაზე

642e760e84b4b
ინგა მურუსიძე
06.04.23 11:58
475
ესაა გაფრთხილება იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზულად იღებს ამ პრობლემას შეერთებული შტატები და რომ ქვეყანა არც შემდგომი ზომების გატარებას მოერიდება, -ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს.

საქმე ის არის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

„ეს არის როგორც საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ისე გაფრთხილება, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე და მზადაა დამატებითი ნაბიჯები გადადგას. საქართველოს მთავრობა აჩვენებს სისუსტესა და შიშს რუსეთის მიმართ მაშინ, როცა იუცხოებს მის უძლიერეს მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რთული გასაგებია, როგორ აწინაურებს ეს საქართველოს ინტერესებს“, - ამბობს დენიელ ფრიდი.

სტატია სრულად