"ეს პირდაპირი დეფოლტის და რეიტინგის დაკარგვის ტოლფასი იყო და ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვდგებოდით,"- განაცხადა "სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები და კომუნიკაციების სექტორის წარმომადგენლები კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უსმენდნენ.
კახა ბექაურის განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და ეს ჩანაწერი მეორე მოსმენით წარდგენილ დოკუმენტში აისახება. მათ შორის ამოღებულია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ავტორიზებული იურიდიული პირის რამდენიმე დაჯარიმების შემდეგ დანიშნულ სპეციალურ მმართველს ექნება უფლება-მოსილება იმისთვის, რათა კომპანიის აქტივები გაასხვისოს.
"სილქნეტის" დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მართალია კანონპროექტიდან ამოღებულია ყველაზე მძიმე პუნქტები, თუმცა ის კომუნიკაციების კომისიის უფლება-მოვალეობებს მაინც მნიშვნელოვნად აფართოვებს.
"მარეგულირებლის უფლება-მოვალეობები კანონპროექტის პირვანდელი პროექტით ძალიან იზრდებოდა. ახლაც იზრდება, მაგრამ განახევრებულია პრინციპში რა მოთხოვნაც იყო იმასთან შედარებით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სასამართლოსთან დაკავშირებით შეცვლა. რაც ჯერ კიდევ არსებობს და ლიცენზირებულ კომპანიებს, ჩვენ გვეხება, რომ მარეგულირებელს თუ უნდა რომ შემოიყვანოს რამდენიმე ჯარიმის შემდეგ დროებითი მმართველი, მაშინ ამ შემთხვევაში უნდა წავიდეს სასამართლოში. ჩვენი მოთხოვნა ეს იყო, და ეს იყო პრინციპული მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე, $200 მილიონის ბონდები გვაქვს მოზიდული ირლანდიის საფინანსო ბაზრიდან და ეს პირდაპირი დეფოლტის და რეიტინგის დაკარგვის ტოლფასი იყო და ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვდგებოდით.
საბოლოო ჯამში პარლამენტარებთან, ბატონ თალაკვაძესთან ერთად და ყველასთან ერთად, პრინციპში მივედით შეთანხმებამდე. რა თქმა უნდა ეს 29-ე პუნქტი რომ არ ყოფილიყო ჩვენ კიდევ უფრო კმაყოფილები ვიქნებოდით. ბატონ გია ჯოხთაბერიძეს ვეთანხმები იმაში, რომ ეს სექტორი არის საკმაოდ რთული და ძალიან დიდ შრომას, ცოდნას და ენერგიას მოითხოვს. საქართველოში ჩვენი სექტორი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე წამყვან ქვეყანას ჩვენ ჩამოვრჩებით, გინდა პენეტრაციით, გინდა ხარისხით. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მობილური ინტერნეტის ნაწილში ქვემოდან მეორე ვართ ტარიფების სიიაფით მთელ ევროპაში უკრაინის შემდეგ. ხოლო ფიქსირებულში კი ქვედა ნახევარში, ანუ ძალიან კარგი და ჯანმრთელი მდგომარეობაა,"- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
ამასთანავე, "სილქნეტის" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ კომისიასა და ოპერატორებს შორის მთავარ საკითხებზე კონსენსუსი მიღწეულია - "პრინციპში ჩემი კომპანიის სახელით მინდა ვთქვა, რომ კონსენსუსამდე მივედით. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ 100%-ით ბედნიერები ჩვენ არ ვართ. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც მე მგონია რომ ჩვენ შევჯერდით", – განაცხადა რამიშვილმა.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?