ესტონელი ინვესტორის ჰანეს საარპუს მიერ რამდენიმე წლის წინ დაფუძნებულმა კომპანია Renegade Tea Estate-მ საქართველოში მიმდინარე წელს დაახლოებით ერთი ტონა ჩაი აწარმოა. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში თავად საარპუმ განაცხადა, წელს უფრო მეტის წარმოება იყო დაგეგმილი, თუმცა, ივლისში საშუალო ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო, რამაც ჩაის პლანტაციებზე და პროდუქტიულობაზე ნეგატიური გავლენა იქონია.
„ზოგადად ჩვენი პლანტაციები ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული რეაბილიტაციის შემდეგ, თუმცა, 2021 წლისთვის ჩვენ უკვე სამჯერ უფრო მეტი ჩაის წარმოებას ველით“, – აღნიშნა ესტონელმა ინვესტორმა, რომელმაც ჩაის წარმოება საქართველოში 2017 წლიდან დაიწყო, დღეს კი მისი კომპანია ტყიბულსა და წყალტუბოში სამ პლანტაციას ფლობს.
Renegade Tea Estate აწარმოებს სხვადასხვა სახის ჩაის, მათ შორის შავს, მწვანეს, თეთრს და ა.შ. ამასთან, როგორც მწარმოებელი ამბობს, თითოეული სახეობის ჩაის განსხვავებული სახით წარმოება ხდება, შედეგად ჯამში კომპანიის ბრენდით თითქმის 20 სახეობის ჩაი გამოდის.
ესტონელ მწარმოებელს საქართველოში წარმოებული ჩაის 95%-ს ექსპორტზე გააქვს.
„ჩვენი უმსხვილესი ბაზრებია ესტონეთი, აშშ-ი, გერმანია და საფრანგეთი. თუმცა, ჩვენ მაღალი ხარისხის ქართული ჩაი გაგვიტანია 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ახალ ზელანდიასა და ბრაზილიაში“, – აღნიშნა ჰანეს საარპუმ.
კომპანია Renegade Tea Estate მუდმივად 8-10 ადამიანს ასაქმებს, თუმცა, ზაფხულის სეზონზე, როდესაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, პლანტაციაში დაახლოებით 50 ადამიანი საქმდება.
თუმცა, ესტონელი ბიზნესმენი საქართველოში მხოლოდ ჩაის წარმოებით არაა დაინტერესებული. როგორც ის ამბობს, მას სურს გამოიყენოს შესაძლებლობა და ჩაის წარმოება აგროტურიზმს დააკავშიროს.
„რა თქმა უნდა, 2020 წლის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა საერთაშორისო ტურიზმს, თუმცა, ჩვენ მყარად გვჯერა საქართველოს ტურისტული პოტენციალის. მომდევნო სამ წელში ჩვენ ვგეგმათ კიდევ ერთი მილიონი ლარის ინვესტირებას, რათა გავზარდოთ ჩვენი პროდუქტების პორტფოლიო, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა ჩვენს პლანტაციებში“, – აღნიშნა ჰანეს საარპუმ.
ცნობისთვის, Renegade Tea Estate-ს პროექტში 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის წარმოების ხაზი საქართველოში აქვს, ხოლო გაყიდვებისა და დისტრიბუციის კომპანია ესტონეთში მდებარეობს. კომპანია ჩაის პროდუქტს ყიდის ონლაინაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას