მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა რუსულ ელექტროენერგიაზე უარს ამბობს

5eb705bb06938
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 23:08
4146
ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის, თქმით, ქვეყანა რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის იმპორტზე უარს ამბობს. ამასთან, ესტონეთი ასევე შეეცდება, რომ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან მიაღწიოს კონსენსუსს, რათა ევროკავშირის ბაზარზე შესული რუსული ელექტროენერგიისთვის გარემოს დაბინძურების გადასახადი დაწესდეს.

იმის მიუხედავად, რომ ესტონეთი უშუალოდ რუსეთის ფედერაციისგან არ იყიდის ელექტროენერგიას, მის ენერგობალანსში რუსული ელექტროენერგია მაინც მოხვდება, რადგან რუსეთი ბალტიისა და სკანდინავიის საერთო ქსელის - Nord Pool-ის ერთ-ერთი მიმწოდებელია, შესაბამისად ფინეთიდან და ლიტვიდან ესტონურ ბაზარზე რუსული წარმოშობის ელექტროენერგია მაინც მოხვდება. 

"ჩვენ ვიცით, რომ, რა თქმა უნდა, Nord Pool-შიც არის რუსული ელექტროენერგია და მისი დიდი ნაწილი Nord Pool-ის ბაზარზე ფინეთიდან ხვდება, ნაწილი კი - ლიტვიდან", - განაცხადა კალიულაიდმა.