მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-ს დისტრიბუტორმა რუსეთში სასმელის ჩამოსხმა და გაყიდვა შეწყვიტა

62ab6fc92fe49
გიორგი არონია
16.06.22 22:15
1376
რუსეთში Coca-Cola-ს დისტრიბუტორმა, კომპანია Coca-Cola HBC-მ (Coca-Cola Hellenic) განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ და სხვა ბრენდის სასმელის ჩამოსხმასა და გაყიდვას წყვეტს, - ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.



როგორც ირკვევა, ამჟამად, Coca-Cola-ს დისტრიბუტორის ყველა კლიენტი მარაგების დაცლის ეტაპზე არის გადასული. მას მერე, რაც რუსეთში არსებული მარაგები ამოიწურება, ამერიკული კომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორი Coca-Cola Company-ის ბრენდების სასმელებს რუსეთში აღარ ჩამოასხამს.



აღსანიშნავია, რომ რუსეთში Coca-Cola-ის და ბრენდის სხვა სასმელებს შვეიცარიული Coca-Cola HBC-ის შვილობილი კომპანია ასხამს. აქვე უნდა ითქვას, რომ შვეიცარიული კომპანიის 23%-იან წილს ამერიკული The Coca-Cola Company-ი ფლობს. რუსეთში Coca-Cola HBC-ის ათი მსხვილი საწარმო აქვს.



შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, Coca-Cola-მ რუსეთში მუშაობა დროებით შეწყვიტა. მოგვიანებით, მაისის დასაწყისში, Coca-Cola Company-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯეიმს ქუინსიმ განაცხადა, რომ არსებობდა შანსი, კომპანია რუსული ბაზრიდან სრულად გასულიყო.