09.ივნისი .2022 00:07

უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრებოდა და მივცეთ კანდიდატის სტატუსი - ანა ფოტიგა

უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრებოდა და მივცეთ კანდიდატის სტატუსი - ანა ფოტიგა
views 769
უკან

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ ისევე უნდა მიიღოს, როგორც მოლდოვამ და უკრაინამ.

მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს მარტო დარჩენილი ახალი საბჭოთა საფრთხის წინაშე.

„ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის უმრავლესობისგანაა მხარდაჭერილი. ბევრი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა იბრძოლა, რომ საქართველო ამ გზაზე დამდგარიყო, მაგრამ ახლა ციხეში სხედან. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევე, როგორც ნიკა გვარამია, სხედან ციხეში. საქართველოს, რომელიც ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარია, მიუხედავად მისი მთავრობის კრიტიკისა, უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა და კანდიდატის სტატუსი მივცეთ. საქართველო მარტო არ უნდა მივატოვოთ ახალი საბჭოთა საფრთხის წინაშე. შეხედეთ უკრაინაში რა ხდება.

მოგიწოდებთ დაუჭიროთ მხარი საქართველოს კანდიდატობის სტატუსის მიცემას, ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას", - განაცხადა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა