მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ რუს და ბელარუს ოლიგარქებს ჯამში $32 მილიარდამდე ღირებულების აქტივები გაუყინა

62502990743fa
მარიამ ვარადაშვილი
08.04.22 17:23
643
ევროკავშირმა რუს და ბელარუს ოლიგარქებსა და საწარმოებს ჯამში 32 მილიარდ დოლარამდე აქტივები გაუყინა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN აქვეყნებს, რომელიც ევროკომიის მიერ შექმნილი ერთობლივი ჯგუფის მონაცემებს ეყრდნობა. მარტში შექმნილი ჯგუფის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს ევროკავშირის მიერ რუსი და ბელარუსი ოლიგარქებისთვის დაწესებულ სანქციების აღსრულებას.

გაყინულ აქტივებს შორისაა ნავები, ვერტმფრენები, უძრავი ქონება და სხვა. ამას გარდა, გაჩერებულია დაახლოებით 213 მილიარდი დოლარის ტრანზაქციები.