მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU რუსეთის სავალუტო რეზერვებს ყინავს - რამდენი მილიარდის რეზერვები აქვს რუსეთს?

621ab16cc7a8e
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.22 03:00
4825
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა.
სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას შეეხება - "რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები პარალიზებული იქნება და მის განაღდებას ვეღარ შეძლებს", - აცხადებს ფონ დერ ლაიენი. ანალოგიური სანქციები არის მოსალოდნელი აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მხრიდანაც.

WSJ-ის თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები 630 მილიარდ დოლარს შეადგენს, Bloomberg-ის თანახმად, ამ რეზერვების სავალუტო კომპოზიციის უკანასკნელი ღია სტატისტიკა 2021 წლის მეორე კვარტლისთვის არის ხელმისაწვდომი. მისი მიხედვით, თანხის 32.2% (201 მლრდ დოლარი) ევროს აქტივებში იყო განთავსებული, 16.4% კი დოლარში ($103 მილიარდი). ჩინური იუანის წილი 13%-ია, ოქროს რეზერვების კი 22%. 

სანქციების მეორე ნაწილი კი საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-იდან რუსეთის მსხვილი ბანკების გათიშვას შეეხება. "ეს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს, ფაქტობრივად, დაბლოკავს" - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი, თუმცა აღნიშნული ბანკების ჩამონათვალი ჯერ ცნობილი არაა.