მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს

62d7da79bc9ac
გიორგი თოლორდავა
20.07.22 14:48
4940
ევროკავშირის მიერ შემუშავებული ახალი დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსიის თანახმად, EU რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის შემსუბუქებას გეგმავს.

ევროკავშირის ახალი ინიციატივა უშუალოდ მიმართულია სასურსათო უსაფრთხოებასა და საკვები პროდუქტების მიწოდების ჯაჭვების მაქსიმალურად აღდგენაზე.

სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლეთი აფრიკული სახელმწიფოების ლიდერების კრიტიკის სამიზნე გახდა. მათი განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გლობალური სასურსათო კრიზისი და საკვები პროდუქტების დეფიციტი კიდევ უფრო მეტად გაამწვავა, განსაკუთრებით კი, მარცვლეულისა და სასუქის მიწოდების მიმართულებით.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი უმსხვილეს რუსულ ბანკებს (VTB, Sovcombank, Novikombank, Otkritie, VEB, PromsvyazBank, Bank Rossiya) გაყინული აქტივების ნაწილს დაუბრუნებს. დოკუმენტში განმარტებულია, რომ თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული ეკონომიკური რესურსი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სურსათისა და სასუქის შეძენასა თუ ტრანსპორტირებას მოხმარდება.

საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული დოკუმენტი ჯერაც სამუშაო ვერსიაა და, შესაძლოა, საბოლოო ვერსიაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.