მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს 27 ქვეყნის დემარში რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო - ელჩები ლევან დავითაშვილს ხვდებიან

64749900383b6
BM.GE
29.05.23 16:22
1956
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს/ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება.

როგორც გავრცელებულ ანონსშია აღნიშნული, შეხვედრა დღეს, იუსტიციის სახლში გაიმართება.

აქვე აღსანიშნავია, რომ დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები