მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს მოქალაქეები იტალიაში მოგზაურობისას 14-დღიან კარანტინს არ გაივლიან - იტალიური მედია

5ebfb6c0187a9
თელარა გელანტია
16.05.20 13:42
1184
3 ივნისიდან ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქეები იტალიაში შესვლას 14-დღიანი კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ.

ამის შესახებ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით Independent-ი წერს.

ადგილბრივი მედიის ინფორმაციითვე, იტალიის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, რომლითაც ქვეყანაში მოგზაურობა მარტივდება, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ცნობისთვის: იტალია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ეპიდემიის დიდი მასშტაბის გამო, მკაცრი შეზღუდვები მარტში დააწესა და მისი შერბილება 4 მაისიდან, ეტაპობრივად, დაიწყო. კერძოდ, 4 მაისიდან მუშაობის უფლება დაუბრუნდა ბიზნესების ნაწილს და მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები გადაადგილებაზე.