მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ... მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე - პრემიერი

62a45899efc15
თელარა გელანტია
11.06.22 12:55
1682
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

„ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მათი როლი არის შეიძლება ითქვას სიმბოლური. შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო. ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის გარე და შიდა მტრები, თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა მედიასთან და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დღეს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ლიდერია და იმედია აქვს, რომ ევროპა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„კანდიდატის სტატუსის ფასი შევაფასოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. მე ვარ ვალდებული და ანგარიშვალდებული ჩვენს ხალხთან, რომ მათ ვუთხრა სიმართლე. კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არის სიმბოლური. ჯერ კიდევ დიდი იმედი მაქვს და ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც, რა თქმა უნდა, ევროპის ინტერესებშიც არის, ჩვენს ინტერესებშიც არის და ეს გადაწყვეტილება არ იქნება რუსეთის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი დოკუმენტი, ღერძი და გზამკვლევი არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა.

ასოცირებულ ტრიოს რომ აცხადებენ, უკრაინა-მოლდოვას, არ მინდოდა შემედარებინა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულებით, თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით, რომელიც უკვე 50%-ით არის შესრულებული და 45%-ით არის შესრულებული ასოცირების შეთანხმება. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, - ამბობს პრემიერი.