2022 წლის სექტემბერში საქართველო Eurobasket-ის თამაშებს უმასპინძლებს, რისთვისაც სახელმწიფო ახალ საკალათბურთო სტადიონს აშენებს. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარია და მას სამშენებლო კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ასრულებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევა და სტადიონის ჩაბარების ვადა 2021 წლის 30 ნოემბრამდე გადაიწევს. აქამდე მოქმედი ხელშეკრულებით, სპორტული კომპლქსი 2021 წლის 30 მაისისთვის უნდა დასრულბულიყო. განაცხადში ნათქვამია, რომ ვადის გადაწევის მიზეზს დარბაზში ეპიდემიური უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სავენტილაციო სისტემა განახლებული გეგმის მიხედვით დამონტაჟდება.
თავის მხრივ გადავადდა Eurobasket-ის ჩატარების თარიღიც, რაც თავდაპირველი გეგმით 2021 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო.
“პანდემიის გამო არსებულ ვითარებაში ღონისძიების მონაწილეთა და დამსწრე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეიქმნა აუცილებლობა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შესაბამისი მოთხოვნების დაცვით განხორციელდეს სათანადო გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების პროექტირება/მოწყობა „ახალი ოლიმპიური სასახლის“ ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნციურ სპორტულ ობიექტში, რაც მათ შორის საზოგადო სივრცეებში კორონავირუსის ზემოქმედების შესამცირებელ პრევენციულ ზომას წარმოადგენს და ამ მხრივ პირდაპირ არის დაკავშირებული ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციასთან. აღნიშნული სისტემის პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოები თავისთავად გამოიწვევს რამდენიმე თვით არსებული ვადების გადაწევას, რაც იმოქმედებს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესზე, ასევე შემდგომში უკვე სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკზეც", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მიუნხენში გამართულ კონგრესზე, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA EUROPE) მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ერთ-ერთი ქვეჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართოს. აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად "ახალი ოლიმპიური სასახლის" ტერიტორიაზე ახალი ობიექტის მშენებლობა გადაწყდა, რისთვისაც მთავრობა სახელმწიფო შპს "სპორტმშენსერვისი" დააფუძნდა, თავისმხრივ "სპორტმშენსერვისმა" პროექტის განსახორციელებლად 70 მილიონი ლარის ოდენობით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა კომპანია "საბა კონსტრაქშენთან".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ