მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: თეთრი ტრუფელების რთველი იტალიაში

5fb407d975a30
მარიამ ადამია
17.11.20 23:10
1133
ჩრდილოეთ იტალიაში სოკოს ძვირფასი ჯიშის – თეთრი ტრუფელების რთველის სეზონი დადგა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიისა და ამჟამინდელი შეზღუდვების გამო, სოკოს მოყვარულები წელს პიემონტში ვერ ჩავლენ. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სოკოს კრეფა, ქალაქგარეთ ტყეში თავისთავად იზოლაციას გულისხმობს და პროცესში შესაძლოა შეგხვდეთ მხოლოდ ორიოდე გარეული ღორი ან ირემი, მაინც ადამიანები იკავებენ თავს გადაადგილებისგან და ძვირადღირებულ სიამოვნებაზეც უარს ამბობენ. ეს კი პრობლემას უქმნის ადგილობრივებს, რომლებიც შრომობენ, დადიან ტყეში და ეძებენ თეთრ ტრიუფელს, თუმცა იციან, რომ მათი რეალიზაცია წელს პრობლემური იქნება. სტატიას ამის შესახებ euronews-ი აქვეყნებს.

გაყიდვების მიმართულებით პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა, ვადაზე ადრე დაიხურა იტალიაში ახალი სანიტარული ზომების შემოღების გამო, თუმცა ორგანიზატორებმა გამოსავალი მაინც იპოვეს და მათი ინიციატივით ღონისძიებამ შესაძლოა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლოს, ხოლო მონაწილეები ტრუფელს ფოსტის საშუალებით მიიღებენ. ამბობენ, რომ ეს იქნება უსაფრთხოც და სასიამოვნოც გურმანებისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პანდემიის ფონზე სახლში მიიღებენ მათთვის სასურველ, შეფუთულ ტრიუფელს და გახსნის შემდეგ ოთახი მათი არომატით აივსება.
შეგახსენებთ, რომ პიემონტის თეთრი ტრუფელი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჯიშია და ფასდება არომატითა და გემოთი, რომელიც იდეაში ქმნის მის განსაკუთრებულობას.

ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ტრუფელების მაღაზია ფაქტობრივად ცარიელია, სამაგიეროდ ონლაინ შეკვეთებია მომატებული. როგორც ადგილობრივი მეწარმეები ამბობენ, დღეში დაახლოებით 40 შეკვეთას იღებენ ტრუფელზე და ამ სეგმენტში გაზრდილ მოთხოვნასაც ამჩნევენ. შედარებისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, კვირაში 5 შეკვეთას იღებდნენ ონლაინ და ისიც მხოლოდ საახალწლო პერიოდში.
ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ პანდემიამ თეთრი ტრუფელების ბიზნესი არ დააზარალა. კორონავირუსი მასაც შეეხო და მთლიანობაში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად შემცირებულია.