მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LUKOIL-მა იტალიაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა გაყიდა

63bebcfeb0106
გიორგი თოლორდავა
11.01.23 18:10
630
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია Lukoil-ი ევროპის მასშტაბით აქტივის გასხვისების გადაწყვეტილებას იღებს. იტალიაში, სიცილიაზე განლაგებული ISAB-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქვეყნის მასშტაბით არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივია, რომლის ახალი მფლობელიც კვიპროსში დაფუძნებული GOI Energy გახდება.

გარიგების დეტალები არ გასაჯაროებულია, თუმცა ცნობილია, GOI Energy ქარხანაში მინიმუმ 1.6 მილიარდ დოლარს იხდის. ტრანზაქცია მას შემდეგ დასრულდება, რაც იტალიის კონკურენციის სააგენტო საბოლოო ნებართვას გასცემს.

ISAB-ის ქარხანა იტალიის ენერგეტიკული მოთხოვნის 1/5-ს აკმაყოფილებს და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, სწორედ ამიტომ გასული წლის ნოემბერში იტალიის მთავრობამ Lukoil-ისთვის აღნიშნული აქტივის ჩამორთმევის და ნაციონალიზაციის ან იძულებითი გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩანს, მხარეები გასხვისების თაობაზე შეთანხმდნენ და ახლა უკვე ობიექტს არა რუსული Lukoil-ი, არამედ GOI Enrgy უხელმძღვანელებს, რომლის დამფუძნებელი ებრაელი ბიზნესმენი მაიკლ ბობროვია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა რუსული კომპანიებისთვის სტრატეგიული ობიექტებისა და აქტივების იძულებით ჩამორთმევის და ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს. საერთო ჯამში, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივებია ჩამორთმეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები