საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, ნავთობი ერთდღიან პერიოდში თითქმის 5.5%-ით არის გაძვირებული.
ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 66 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI დაახლოებით 62 დოლარად ივაჭრება, ხოლო რუსული Urals-ის ღირებულება 56 დოლარს შეადგენს.
თუკი ერთკვირიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ნავთობი საშუალოდ 8%-ით არის გაძვირებული, რასაც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან რუსული ენერგეტიკული გიგანტების, Rosneft-ის და Lukoil-ის სანქცირება განაპირობებს.
ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ზემოხსენებული კომპანიების შეზღუდვით ბაზარზე ნავთობის და საწვავის მიწოდება შეიზღუდება, რაც დარჩენილ პროდუქტზე მოთხოვნას და ფასს გაზრდის.
ამას ისიც ემატება, რომ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები წელს ნავთობის მიწოდების გაზრდას მოსალოდნელზე ნაკლებად აპირებენ, რაც ფასის ზრდისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.




























