სინგაპური არაბულ ქვეყნებს რუსული ნავთობპროდუქტებით ანაცვლებს. Financial Times-ის ინფორმაციით, ირანის ომმა გლობალური ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაცია გამოიწვია, რის გამოც აზიური სახელმწიფო ალტერნატიულ წყაროებზე გადაერთო.
Vortexa-ს მონაცემებით, აპრილში რუსული ნავთობის იმპორტმა 2025 წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბა.
სტატისტიკური მონაცემებით, მარტსა და აპრილში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან სინგაპურში იმპორტი დღეში 336,000 ბარელამდე შემცირდა, მაშინ როცა წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 522,000-ს შეადგენდა. პარალელურად, რუსული ტვირთების მოცულობა დღეში 585,000 ბარელამდე გაიზარდა, ანუ არაბული სახელმწიფოების ექსპორტი რუსულით ჩანაცვლდა.
ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 108 დოლარს შეადგენს, ხოლო რუსული Urals-ის ფასი 106 დოლარის ფარგლებშია.
ცნობისთვის, სინგაპურს რუსულ ნავთობზე სანქციები არ აქვს დაწესებული.




























