„რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მასშტაბურ სახეს იძენს და საქართველოს საზღვრებს სცდება. ამის შესახებ ინფორმაცია, Facebook-ჯგუფში "დაიტოვე" ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციას იტალია შეუერთდა. 12 მაისს, 15:00 საათზე იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში საპროტესტო აქცია გაიმართება. შეკრების ადგილი, Piazza Garibaldi-ია. ამასთან, საპროტესტო აქციას 11 და 12 მაისს, ქალაქი ფლორენციაც გეგმავს. საპროტესტო აქციის გამართვა სანტა - მარია - ნოველასთანაა დაგეგმილი.
17 მაისს, სავარაუდოდ 17:00 საათზე, ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, ევროპარლამენტთან ქართველი მოსახლეობა ე.წ. რუსულ კანონს გააპროტესტებს და მთავრობას ხელახლა ინიცირებული ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.