მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავი ქონების ბაზარს გაჯანსაღების საშუალება გაზაფულის ბოლომდე არ ექნება“ - ექსპერტი

5f7d6fd598d8b
ელენე გოგბერაშვილი
08.10.20 09:45
1234
COVID-19-მა სხვა სექტორების მსგავსად ნეგატიური ეფექტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზეც მოახდინა, თუმცა ეკონომიკის ამ სეგმენტში აღდგენის პროცესი დაწყებულია. Colliers International Georgia-ს ანგარიშებს თუ გადავხედავთ, საცხოვრებელ უძრავი ქონების ბაზარზე გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა ჯერ კიდევ რთული მდგომარეობაა კომერციული მიმართულებით.

აგვისტოში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 84%-ით აღდგა. ეკონომ-სეგმენტის ბინების ტრანზაქციები მხოლოდ 6%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2019 წელთან შედარებით 19%-იანი კლებაა და 95 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ვაჭრობის მიმართულებით არსებულ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ძირითად კომერციულ ქუჩებზე 60 ერთეული კომერციული ფართი განთავისუფლდა, რაც ჯამში, 7 000-მდე კვადრატული მეტრი ფართია. ამასთან, ადგილი აქვს არსებულ კონტრაქტებში საიჯარო თანხის შემცირების ტენდენციას 10-20%-ის დიაპაზონში.

უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ბაზარს ერთი წელი მაინც სჭირდება იმისთვის, რომ გაჯანსაღების პროცესი ხელშესახები გახდეს.

„გვემთხვევა არჩევნები, გვემთხვევა ინფლაციური პროცესები, გვემთხვევა სეზონური სხვაობა ფასთა შორის, რომელსაც საახალწლო პერიოდი იწვევს ხოლმე უძრავი ქონების ბაზარზე, ამიტომ ეს პერიოდები რომ მიეწყობა მინიმუმ გაზაფხულის ბოლომდე არ ექნება ბაზარს წამოწევის საშუალება, რომ გაჯანსაღდეს პროცესები და გაჯანსაღდეს საბაზრო ურთიერთობები“, - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.