მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: ომის ფონზე მარტში ექსპორტის ზრდა შთამბეჭდავია

625e8cdc7824d
სალომე ჭიპაშვილი
25.04.22 10:00
1551
„მარტის თვის საგარეო ვაჭრობა მოლოდინებს აჭარბებს“ - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ორ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ომია და ამის ზეგავლენის მოლოდინში ვართ, მარტის ექსპორტის ზრდა წინა თვესთან შედარებით შენელდა - თებერვალში 60%-იანი ზრდა იყო, მაგრამ ომის ფონზე მარტში 26%-იანი ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ ძირითადად იმ საქონლის ექსპორტს ვახორციელებთ, რომელზეც ფასები მსოფლიო ბაზარზე გაზრდილია. ეს კი ჩვენი ექსპორტის ზრდის ტემპის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რასაც ვერ ვიტყვით იმპორტზე, რომელიც მარტის თვეში მნიშვნელოვნად შენელებულია.

„იმპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შემცირება მიწოდების ჯაჭვის პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარეობს. მაგალითად, სიგარეტი ძირითადად უკრაინიდან შემოდიოდა, ახლა კი ნელ-ნელა ბაზრების დივერსიფიკაცია ხდება. ამიტომ ვფიქრობ, იმპორტის ეს შენელება დროებითია", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

რა გაიტანა საქართველომ რუსეთში ექსპორტზე ომის დაწყების შემდგომ