მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი ტურიზმის სექტორის სტატისტიკაზე: ყველა ქვეყნიდან მნიშვნელოვანი მატებაა

5e49336422d69
ნუცა ბაზლიძე
16.02.20 18:20
1179
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში საქართველოში ტურიზმის სექტორი მიმოიხილა. როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, წელი პოზიტიურად დაიწყო.

"ნამდვილად, კარგი დასაწყისი გვაქვს. 20%-იანი მატება გვაქვს საერთაშორისო ვიზიტორებში, ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 19%-ით გაიზარდა. წელს, ყველა ქვეყნიდან არის მნიშვნელოვანი მატება, მათ შორის რუსეთიდანაც, დეკემბრის მერეც გაგრძელდა ეს ტენდენცია და 5–თვიანი კლების შემდეგ, დაფიქსირდა 1%-იანი ზრდა“, - აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი.

ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ევა ბოჭორიშვილმა ის ქვეყნები გამოყო, საიდანაც ვიზიტორების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა. ესენია: აზერბაიჯანი - ზრდა 35%, თურქეთი - 17%, ირანი - 13%. ევა ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირიდან ვიზიტორების დაახლოებით 40%-იან ზრდას და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ძირითადი გავლენა იტალიიდან და პოლონეთიდან მგზავრების მატებას უკავშირდება.

„თურქეთიდან და ირანიდან თუ გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა და ვხედავთ რომ იზრდება, მთლიანად გადაწონის ნებისიერ უარყოფით ეფექტს“, - დასძენს ევა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი, 363,614 შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 193 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.