მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი განცხადებას ავრცელებს: „როსნეფტთან“კავშირი არ გვაქვს და არც არასოდეს გვქონია“

62a85ff3649ad
BM.GE
14.06.22 14:31
537
ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი რუსულ ენერგოკომპანია „როსნეფტთან“ შესაძლო კავშირს უარყოფს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ელენე ხოშტარიამ ბიზმესმენ ვანო ჩხარტიშვილს ენერგოკომპანია „როსნეფტთან“ შესაძლო კავშირში დასდო ბრალი; როცა გაირკვა, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე, „დროას“ დამფუძნებელმა ერთი ტყუილის გადაფარვა სცადა მეორე ტყუილით და სქემის მონაწილედ გამოაცხადა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. არადა, ფოთის თიზ-ი მდებარეობს ზღვიდან მოშორებით, არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და შესაბამისად, არ გააჩნია ნავმისადგომი. ასე რომ ელენე ხოშტარიას განცხადება, თითქოს ფოთის თიზ-ი ემსახურება გალფის ტვირთებს, არის აბსოლუტური სიცრუე, რადგან ტექნიკურად ამის გაკეთება შეუძლებელია.

ელენე ხოშტარიამ ძალიან კარგად იცის ეს, იცის რომ „როსნეფტთან“ არანაირი კავშირი არ გვაქვს და არც არასოდეს გვქონია, მაგრამ გამიზნულად ცრუობს და აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციებს ავრცელებს, რათა სხვაზე გადაბრალებით გადაფაროს ამ ისტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პარტნიორებისა და დამფინანსებლების რუსული კავშირები.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის ცალკე სამართლებრივი სუბიექტი, რომლის საქმიანობის სფერო დაკავშირებულია უცხოური კაპიტალის მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. ამ მიმართულებით ბოლო წლებში ათეულ მილიონობით დოლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ, გავხსენით ათეულობით საწარმო და დავასაქმეთ ასეულობით ადგილობრივი მაცხოვრებელი. არ ვაპირებთ დავკავდეთ „დროას“ დამფუძნებლის უპასუხისმგებლო ცილისწამებებსა და აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარებით, რადგან გვაქვს ეკონომიკური გეგმები და პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში“, - ნათქვამია „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ განცხადებაში.
(R)