ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება.
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღეს ერთი ევროს სანაცვლოდ 0.956 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბოლო ოცწლეულის მინიმალური მაჩვენებელია.
საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნის ფონზე, ინვესტორებსა და ტრეიდერებს ევროკავშირის ეკონომიკის მიმართ პროგნოზები უუარესდებათ, რაც, თავის მხრივ, ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს.
დოლართან მიმართებით ევროს გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია კი პირდაპირ კავშირშია FED-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 75 საბაზო პუნქტით ზრდასთან, რის შედეგად ძირითადმა განაკვეთმა 3.25%-იან ნიშნულს მიაღწია.
მართალია, მიმდინარე თვის ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა 0.75%-ით, თუმცა ინვესტორების შეფასებით, ECB-ის ქმედება დაგვიანებული იყო და FED-ის ტემპთან დასაწევად კრისტინ ლაგარდის გუნდს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.
გასათვალისწინებელია, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყნებში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია, როგორც ეს, მაგალითად, ევროზონის შემთხვევაშია.
გარდა ამისა, აღსანიშნავია რეცესიის რისკებიც. ზოგადად, რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის დონის მაკონტროლებელი ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის შენელებას იწვევს, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ვითარების პირობებში კი, ევროკავშირი რეცესიის მზარდი რისკების წინაშე დგას, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის საკმაოდ რთული და დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს.
მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკები და ჰეჯ-ფონდები მიმდინარე წლის ბოლოდან ევროზონაში რეცესიის განვითარებას პროგნოზირებენ, თუმცა თავად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობა მსგავს ნეგატიურ მოლოდინებს არ იზიარებს.
მართალია, ევროკომისიამ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების გაუარესების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საბაზო სცენარებით 2022-2023 წლებში ეკონომიკური პოზიტიური ზრდაა პროგნოზირებული და არც რეცესია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება