მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი დღეს კახეთს ეწვევა - იგეგმება შეხვედრები ფერმერებთან

62124803cd881
BM.GE
21.02.22 09:45
768
21-22 თებერვალს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კახეთის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი საგარეჯოს, სიღნაღის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს ეწვევა.

21 თებერვალს, ელჩი ჰარცელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად, 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) პროექტებს ეწვევა, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა. კარლ ჰარცელი და მზია გიორგობიანი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდებიან, ასევე მოინახულებენ ადგილობრივ საწარმოებს.

დღის ბოლოს კი, ელჩი და მინისტრის მოადგილე გურჯაანის ტექნოპარკში ბიზნესისთვის არსებულ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.